სიახლეები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების საერთაშორისო ცენტრი 2017 სასწავლო წლისთვის აცხადებენ კონკურსს უნგრელი სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის. დაინტერესებული პირები განათლებას საქართველოში საზაფხულო სკოლებში მიიღებენ.
საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან
1 დეკემბერს შედგა საინფორმაციო ონლაინ-შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელებთან. შეხვედრის თემა იყო უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების („Stipendium Hungaricum 2021-2022“) კონკურსი, რომელიც საქართველოში განათლების საერთაშორისო ცენტრისა და უნგრეთის საელჩოს პარტნიორობით ხორციელდება.
ონლაინ-კონფერენცია უნგრეთში სასტიპენდიო კონკურსით დაინტერესებულთათვის
8 დეკემბერს, 11:00 საათზე, უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების კონკურსის (,,Stipendium Hungaricum’’) თემაზე ონლაინ-კონფერენცია ჩატარდება.