სიახლეები
განათლების საერთაშორისო ცენტრი, საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის, მომდევნო სასტიპენდიო კონკურსს აცხადებს. ასევე, კონკურსი ჩატარდება საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამაზე.
ექვსი სასტიპენდიო პროგრამა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის
დღეს, 3 თებერვალს, განათლების საერთაშორისო ცენტრში, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, 2020-2021 სასწავლო წლისათვის ექვსი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადდა.
საინფორმაციო შეხვედრები
განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროგრამებით დაინტერესებულ კონკურსანტებთან საინფორმაციო შეხვედრები ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე გაიმართება.
საფრანგეთსა და იტალიაში სასტიპენდიო კონკურსებით დაინტერესებულთა საყურადღებოდ!
შეგახსენებთ, რომ 3 მარტს, 18:00 საათზე, სრულდება საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება შემდეგი პროგრამების ფარგლებში:
სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2020-2021 აკადემიური პროგრამები იტალიაში 2020-2021