სიახლეები
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, განათლების საერთაშორისო ცენტრში, მარტის თვეში, სასტიპენდიო კონკურსების შესახებ დაგეგმილი საჯარო/საინფორმაციო შეხვედრები აღარ ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ 3 მარტს, 18:00 საათზე, სრულდება საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება შემდეგი პროგრამების ფარგლებში:
სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2020-2021 აკადემიური პროგრამები იტალიაში 2020-2021
განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროგრამებით დაინტერესებულ კონკურსანტებთან საინფორმაციო შეხვედრები ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე გაიმართება.
დღეს, 3 თებერვალს, განათლების საერთაშორისო ცენტრში, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, 2020-2021 სასწავლო წლისათვის ექვსი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადდა.
20-23 იანვარს, 10:00 საათიდან - 15:00 საათამდე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისათვის“- საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.
ნუნუ მიცკევიჩის სამუშაო შეხვედრა რეგიონებში სახელწიფო რწმუნებულებთან საზღვარგარეთ სასტიპენდიო პროგრამების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საზღვარგარეთ სასტიპენდიო პროგრამების შესახებ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ თელავში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის - ნუნუ მიცკევიჩის ინიციატივით, აქტიურად მიმდინარეობს რეგიონული საინფორმაციო კამპანია ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ.
საკონსულტაციო ,,Facebook Live’’ სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებულთათვის
14 დეკემბერს, 13:00 საათზე, ცენტრის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში ჩაირთვება მორიგი საკონსულტაციო ,,Facebook Live’’ სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებულთათვის.
საინფორმაციო Facebook-Live განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ
21 დეკემბერს, 13:00 საათზე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში ჩაირთვება Facebook-Live ცენტრის სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებულთათვის.